კახეთში, ავტომობილში სამი პირი, მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონის ძმა ჩაცხრილეს
16/08/2021 16:10:25 სამართალი
კახეთში მკვლელობა მოხდა. მოკლულია სამი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმაა.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მოხდა. 3 პირს ავტომობილში ესროლეს.
ისინი კლინიკაში მიყვანისას უკვე გარდაიცვლილები იყვნენ. აღნიშნულს კლინიკაში ადასტურებენ.
"სავარაუდოდ, ცივი იარაღი და ცეცხლსასროლი იარაღი იყო გამოყენებული", - აცხადებენ თელავის რეფერალური საავადმყოფოში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებაში და გამოიწვია 2 ან მეტი პირის სიკვდილი.


