18-08-2021 16:02:23 კონფლიქტები ,თავდაცვა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ჩინელი და აფხაზი სამხედროების ერთობლივი წვრთნების შესახებ იუწყება. მისი ინფორმაციით, "ორი ქვეყნის სამთო ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებმა საერთაშორისო კონკურსისთვის "ელბრუსის წრე-2021" მზადების ფარგლებში წინაღობათა სამთო ზოლი და სასროლეთი გამოსცადეს".
მისივე ცნობით, "კონკურსისთვის მზადებაში ასევე რუსეთის, პაკისტანის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ინდოეთის, სომხეთისა და სამხრეთ ოსეთის სამხედრო ალპინისტები მიიღებენ მონაწილეობას".
"საერთაშორისო საჯარისო შეჯიბრებამდე სამთო ქვედანაყოფები მიიღებენ შესაბამის აღჭურვილობას, გაივლიან აკლიმატიზაციას, ინდივიდუალურ მომზადებას, დახვეწენ ერთობლივ ქმედებებს, შეისწავლიან მარშრუტს, შეისწავლიან მთაში სამაშველო სამუშაოების ორგანიზების ტაქტიკას" - იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.