ლიეტუვას საგარეო უწყებამ მინსკს საპროტესტო ნოტა გადასცა

18-08-2021 16:04:36 ევროპა

ლიეტუვას საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ მინსკს საპროტესტო ნოტა გადასცა 17 აგვისტოს 12 ბელარუსი მესაზღვრის მიერ ქვეყნის საზღვრის დარღვევის გამო, - იუწყება LRT.

"ჩვენ ბელარუსის ინფორმირება მოვახდინეთ იმის შესახებ, რომ მომხდარმა ღრმად შეგვაშფოთა და რომ ამ ინციდენტს ვაფასებთ მორიგ პროვოკაციად, რომელიც დაძაბულობის ესკალაციაზეა მიმართული. მოვუწოდებთ მინსკს, სამომავლოდ პროვოკაციული ნაბიჯებისგან თავი შეიკავოს", - ნათქვამია ლიეტუვას საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ ლიეტუვამ მომხდარის შესახებ ნატო-ს და ევროკავშირის ინფორმირება მოახდინა.

თავის მხრივ, ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ მომხდარი "მორიგი მტკიცებულებაა იმისა, რომ ლუკაშნკოს რეჟიმი ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით ევროკავშირის გარე საზღვრის გავლით არალეგალური მიგრანტების გადასროლას ახორციელებს".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები