Accentnews.ge
სასამართლომ გახარიას გუნდის მხარდამჭერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ გახარიას გუნდის მხარდამჭერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

18/08/2021 16:12:28 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" მხარდამჭერ აკაკი ბართაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბართაია პოლიციამ 16 აგვისტოს, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.

"საქართველოსთვის" წევრის ანა ბუჩუკურის ინფორმაციით, აკაკი ბართაიას სამართალდამცველებმა იარაღი ჩაუდეს და დააკავეს.

"დღისით მზისით, იარაღი ჩაუდეს და დააკავეს ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, აკაკი ბართაიას, რომელსაც ჯერ ახლობლების მეშვეობით შეუთვალეს, რომ შეეწყვიტა აქტიური პოლიტიკური საქმიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ დაჭერით. რამდენიმე დღეში კი, მას იარაღი ჩაუდეს ავტომანქანის საბარგულში",- განაცხადა ბუჩუკურმა.

პარტია მომხდარზე პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S