
აფხაზი ექსპერტი: «აფხაზეთის საერთაშორისო აღიარებისთვის არგუმენტები არ არსებობს»
19/08/2021 10:14:43 კონფლიქტები
ცნობილი აფხაზი ანალიტიკოსი, «გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის» პროფესორი ანატოლი ოტირბა თვლის, რომ «სადღეისოდ აფხაზეთის საერთაშორისო აღიარებისთვის არგუმენტები არ არსებობს».
«ფეისბუქში» გამოქვეყნებულ განცხადებაში იგი განმარტავს, რომ "აღიარებაზე საკუთარი უფლების დასამტკიცებლად საჭიროა არგუმენტები, რომლებიც სახელმწიფოს ქმედითუნარიანობის თუნდაც საკვანძო სფეროებში სუვერენიტეტის ფლობას დაამტკიცებდა, აფხაზეთს კი ასეთები ჯერ-ჯერობით არ აქვს».
ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ეკონომიკურ და ხვა სახის პრობლემებთან ერთად, ოტირბა იმაზეც მიუთითებს, რომ «საერთაშორისო აღიარების მისაღწევად ფაქტობრივად არაფერი კეთდება». სხვა პერსპექტივების არარსებობის ფონზე იგი ამ მიმართულებით შესაძლო პირველ ნაბიჯად ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში მიღების თხოვნას განიხილავს - «საწყის ეტაპზე — თუნდაც დამკვირვებლის სტატუსით:
«ამ კავშირში უნდა მოვახდინოთ რაღაც იდეების ინიცირება, რათა გამოვიწვიოთ ჩვენს მიმართ ინტერესი და პატივისცემა. აღიარებით ხომ მხოლოდ მათ აღიარებენ, ვისაც პატივს სცემენ».