
მისაბაძი მაგალითი: პოლონელმა ოლიმპიელმა ვერცხლის მედალი ბავშვის გადასარჩენად გაყიდა
19/08/2021 10:35:38 მსოფლიო
პოლონელმა სპორტსმენმა მარია ანდრეიჩიკმა ტოკიოს ოლიმპიადაზე მიღებული ვერცხლის მედალი ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად გაყიდა. 125 000 დოლარი 8 თვის მილოშისთვის გულის ოპერაციის ჩატარებას მოხმარდება.
აღსანიშნავია, რომ 25 წლის სპორტსმენისთვის ოლიმპიური ვერცხლი პირველი სერიოზული მიღწევა იყო მის კარიერაში.
ამ ისტორიას გარძელებაც მოჰყვა: მედალი სუპერმარკეტების ქსელმა Żabka-მ შეიძინა, თანხა ბავშვის ოჯახს გადასცა, მედალი კი სპორტსმენს დაუბრუნა.