ბაიდენმა ავღანეთში ამერიკელი სამხედრო მისიის გახანგრძლივება არ გამორიცხა
19/08/2021 15:39:51 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მისიის გახანგრძლივება არ გამორიცხა.
"ჩვენი სამხედროები ავღანეთში შესაძლოა, თავდაპირველად დათქმული დედლაინის - 31 აგვისტოს შემდეგაც დარჩნენ, რათა ქვეყნიდან აშშ-ის ყველა მოქალაქე იქნას ევაკუირებული. მე 31 აგვისტოზე ვარ ორიენტირებული, თუმცა პროცესი შესაძლოა, გაჭიანურდეს. დავრჩებით, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ყველა გამოვიყვანეთ. ამასთანავე, უნდა გვახსოვდეს, რომ ამერიკელების გარდა, იქ 50-დან 65 ათასამდე ავღანელია, რომელთა გამოყვანაც ასევე გვსურს" - განაცხადა ბაიდენმა ტელეკომპანია АВС-სთან საუბრისას.
მისივე თქმით, "ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ განვითარებდება სიტუაცია და მოხერხდება თუ არა ავღანეთიდან დღეში 5-7 ათასი ადამიანის გაყვანა".


