Accentnews.ge
რა შეიარაღება დარჩა "თალიბანს" და რას გეგმავს ბაიდენის ადმინისტრაცია (ვიდეო)

რა შეიარაღება დარჩა "თალიბანს" და რას გეგმავს ბაიდენის ადმინისტრაცია (ვიდეო)

20/08/2021 13:19:38 მსოფლიო, ეს საინტერესოა

მას შემდეგ რაც, "თალიბანმა" ავღანეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დაამყარა კონტროლი, თალიბებს ხელში ჩაუვარდათ შეიარაღება, რომელიც აშშ–მა ავღანეთის არმიას გადასცა.

„ყველაფერი, რაც არ განადგურებულა, ახლა თალიბებს ეკუთვნით", – განუცხადა Reuters-ს აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელმა.

მედიაში ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს როგორ ათვალიერებენ თალიბები სამხედრო აღჭურვილობას.

რას გეგმავს ბაიდენის ადმინისტრაცია

შეერთებული შტატების მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირების განცხადებით, არსებობს შეშფოთება, რომ შეიარაღება შეიძლება, სხვა ჯგუფებს, მაგალითად "ისლამურ სახელმწიფოს" ჩაუვარდეს ხელში და სამოქალაქო პირების ლიკვიდაციისთვის გამოიყენონ. ამასთან, ამერიკელები არ გამორიცხავენ, რომ თალიბებმა შეიარაღება ჩინეთსა და რუსეთს გადასცენ.

"პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკიდურესად შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ასეთი რაოდენობის ამერიკული იარაღი თალიბების ხელშია. შესაბამისად, განიხილება რამდენიმე სამოქმედო გეგმა. კერძოდ, ოფიციალური პირების თქმით, არ არის გამორიცხული დიდ აღჭურვილობაზე, მაგალითად, როგორიცაა ვერტმფრენები აშშ–მა საჰაერო დარტყმები განახორციელოს. თუმცა იქვე დასძენენ, რომ არსებობს რისკი, რომ ეს თალიბებთან ბრძოლაში ჩართვას გამოიწვევს იმ დროს, როდესაც შეერთებული შტატების მთავარი მიზანი ქვეყნიდან ხალხის ევაკუაციაა", – წერს Reuters.

რა შეიარაღება დარჩა თალიბებს

2002-2017 წლებში ავღანეთმა ​აშშ–სგან 28 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება, მათ შორის რაკეტები, ავტომატები, ჯავშანტრანსპორტიორები, ღამის ხილვის სათვალეები, უპილოტო საფრენი აპარატები, ვერტმფრენები, თვითმფრინავები მიიღო. ოფიციალური ინფორმაციით, 2003 წლიდან 2016 წლამდე პერიოდში შეერთებულმა შტატებმა ავღანურ ძალებს 208 თვითმფრინავი გადასცა.

როგორც Reuters–ს ერთ -ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, 40 -დან 50 -მდე თვითმფრინავი უზბეკეთში გაფრინდა. ავღანელმა მფრინავებმა იქ თავშესაფარი ითხოვეს.

"აღსანიშნავია, რომ ვიდრე თალიბები ქაბულს აიღებდნენ, მანამდე დაიწყეს ავღანელი მფრინავების მოძიება და ლიკვიდაცია", – წერს გამოცემა.

კიდევ ერთი წყაროს თანახმად, თალიბების მიერ ხელში ჩაგდებული იარაღის ზუსტი რაოდენობა არ მოიპოვება, მაგრამ დაზვერვა ვარაუდობს, რომ თალიბები აკონტროლებენ 2000-ზე მეტ ჯავშანტრანსპორტიორს, მათ შორის ამერიკულ Humvee-ს, და 40-მდე საფრენ აპარატს, მათ შორის Black Hawks-ის ტიპის ვერტმფრენებს, სადაზვერვო მოიერიშე ვერტმფრენებსა და ScanEagle-ის ტიპის სამხედრო დრონებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S