Accentnews.ge
მოწმე: "ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის სპეცსამსახურში მუშაობდა და პოლკოვნიკის წოდება ქონდა"

მოწმე: "ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის სპეცსამსახურში მუშაობდა და პოლკოვნიკის წოდება ქონდა"

23/08/2021 08:25:11 სამართალი

რუსეთის მოქალაქე, რომელსაც ბრალად ედება ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა, რუსეთის სპეცსამსახურში მუშაობდა და 2016 წელს პოლკოვნიკის წოდება მიანიჭეს. ამის შესახებ გამოცემებს – Spiegel-სა და The Insider-ს საქმის ერთ-ერთმა მოწმემ განუცხადა. ჟურნალისტები მას ეჭვმიტანილის ქვისლად მოიხსენებენ.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 15 აგვისტოს ბერლინში, პარკში მოკლეს. მკვლელობიდან მალევე დააკავეს სავარაუდო მკვლელი.

ჟურნალისტ-გამომძიებლების თქმით, ბრალდებულის ნამდვილი სახელი და გვარია ვადიმ კრასიკოვი, რომელიც გერმანიაში ყალბი საბუთებით ჩავიდა. ამავე ცნობებით, ის რუსეთში მსახურობდა სპეცდანიშნულების რაზმ „ვიმპელში“.

Spiegel-სა და The Insider-ს ესაუბრა უკრაინის მოქალაქე ალექსანდრ ვოდორეზი, რომელსაც უნდა ამოეცნო კრასიკოვი სასამართლოზე. სასამართლოს სხდომაზე მან "დანამდვილებით" ვერ დაადასტურა ბრალდებულის ვინაობა. ახლა ვოდორეზი ამბობს, რომ მაშინვე იცნო ბრალდებული, მაგრამ არ თქვა ეს დარწმუნებით, რადგან საკუთარი უსაფრთხოების გამო შეეშინდა.

ვოდორეზი ამბობს, რომ კრასიკოვს იცნობს 2010 წლიდან და ამტკიცებს, რომ ბრალდებული დაქორწინებულია მის ცოლის დაზე და 2014 წლამდე არა ერთხელ ჩასულა უკრაინაში. 2016 წელს, მისი თქმით, მას მიანიჭეს პოლკოვნიკის წოდება, უამბია, რომ უნახავს, როგორ ისროდა ტირში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მსახურობს ეფ-ეს-ბეს სპეცდანიშნულების რაზმ „ვიმპელთან“. თავისი სამუშაოს შესახებ დეტალებს არ ჰყვებოდა, და უკრაინელი ნათესავისთვის უთქვამს: „შევთანხმდეთ, ჩემს სამუშაოზე შეკითხვებს ნუ დამისვამ, რადგან სიმართლეს ვერ გეტყვი და ტყუილის თქმა არ მინდაო“.

გერმანიის პროკურატურა ხანგოშვილზე თავდასხმაში მონაწილეობაში ადანაშაულებს რუსეთის ხელისუფლებას. კრასიკოვის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნაში წერია, რომ შემკვეთებს სურდათ ხანგოშვილზე შურისძიება რუსულ-ჩეჩნურ კონფლიქტებში მისი მონაწილეობის გამო.

რუსეთის ხელისუფლება თავდასხმაში თავის მონაწილეობას უარყოფს. ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოკლული მოსკოვის მეტროში თავდასხმების მონაწილე იყო და რუსეთი მის დეპორტაციას ესწრაფოდა. გერმანია ამას უარყოფს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S