Accentnews.ge
აბაშაში 10 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

აბაშაში 10 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

23/08/2021 08:37:09 სამართალი

სამდღიანი უწყვეტი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად აბაშის რაიონში, მდინარეში მოზარდის ცხედარი იპოვეს.

უკვე მესამე დღეა, მაშველები მდინარეში გაუჩინარებულ მოზარდს ეძებდნენ. აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში გაუჩინარებული არასრულწლოვნის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა.

იტყობინებოდნენ, რომ ბიჭი მდინარე რიონში ბანაობისას წყალში გაუჩინარდა და საჭირო იყო მაშველების დახმარება.

ადგილზე მუშაობდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 105 თანამშრომელი, აჭარის, სამეგრელოს, ქვემო ქართლის რეგიონებიდან. მობილიზებული იყო განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფიც. მწყალქვეშა სამუშაოებს აწარმოებდა 6 მყვინთავი. მობილიზებული იყო 7 მცურავი საშუალება და დრონი. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობდა სპეციალური სკანერის, ექოლოტის საშუალებით. მდინარის ნაპირზე მოწყობილი იყო სპეციალური საველე შტაბი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S