Accentnews.ge
ძარცვისთვის ქართველების დაკავების შემდეგ, ესპანეთის პოლიცია მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს

ძარცვისთვის ქართველების დაკავების შემდეგ, ესპანეთის პოლიცია მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს

23/08/2021 12:06:35 სამართალი

ესპანეთის პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, შვებულებაში გასვლის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელებში ნუ გამოაქვეყნებენ, რადგან შესაძლოა, ამ პერიოდში, მათი სახლები მძარცველების სამიზნე გახდეს.

აღნიშნული რეკომენდაცია მას შემდეგ გამოიცა, რაც რამდენიმე კვირის წინ სარაგოსაში, მილინოს ქუჩაზე სამი ქართველი - 24, 34 და 40 წლის მამაკაცები ძარცვის ბრალდებით დააპატიმრეს. მათ ბრალი ძარცვის რამდენიმე ეპიზოდისთვის აქვთ წაყენებული.

როგორც ესპანეთის პოლიციაში აღნიშნავენ, მძარცველები ყურადღებით არჩევენ სახლებს, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში და ბინებში შესაღწევად იყენებენ სპეციალურ მოწყობილობებს, მათ შორის, პლასტიკურ სატყუარებს და სპეციალურ გაჯეტებს, რათა თავიდან იქნას აცილებული აშკარა ზიანი და მეზობლებს შორის ეჭვის გაღვივება.

პოლიციაში აღნიშნავენ, რომ მსგავსი ტიპის დანაშაული ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი პრობლემაა პრობლემაა ესპანეთში, სწორედ ამიტომ, პოლიცია მოქალაქეებს რამდენიმე რჩევით მიმართავს, მათ შორის მოუწოდებენ, რომ არ ატვირთონ ფოტოები სოციალურ ქსელებში, რათა დაიცვან საკუთარი სახლები და არ მოხდეს ქურდების ინფორმირება, რომ "სახლი ცარიელია".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S