ჩხოროწყუში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
24/08/2021 11:54:00 სამართალი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხანწკის მიმდებარედ გვიან ღამით მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. დაჭრილია მისი ძმაც.
მკვლელობის მიზეზად პირადი უთანხმოება სახელდება.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მათივე ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილის დასაკავებლად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.


