Accentnews.ge
8 სექტემბერს თბილისს ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა

8 სექტემბერს თბილისს ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა

24/08/2021 14:15:55 კავკასია

8 სექტემბერს თბილისში სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ჩამოვა. ამის შესახებ ფაშინიანმა პარლამენტში განაცხადა, სადაც სამთავრობო პროგრამაზე საუბრობდა.

რადიო თავისუფლების სომხეთის ბიურო წერს, რომ გამოსვლის დროს ფაშინიანმა ისაუბრა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დაინტერესებაზე სომხურ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების შესახებ.

ისაუბრა სომეხი ტყვეების გათავისუფლების საკითხზეც.

"არ შემიძლია, არ აღვნიშნო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირადი წვლილი ჩვენი 15 მოქალაქის ტყვეობიდან დაბრუნების ორგანიზებაში", - განაცხადა ფაშინიანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S