Accentnews.ge
ჩხოროწყუში ახალგაზრდა კაცის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ჩხოროწყუში ახალგაზრდა კაცის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

25/08/2021 06:33:52 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩხოროწყუში 23 აგვისტოს ახალგაზრდა კაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1992 წელს დაბადებული პირი.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ პირსა და მის ძმას ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა.

დაჭრილი პირები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ერთ-ერთი მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S