Accentnews.ge
მოსამართლემ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები დამნაშავედ სცნო, სამივე მათგანი პატიმრობიდან თავისუფლდება

მოსამართლემ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები დამნაშავედ სცნო, სამივე მათგანი პატიმრობიდან თავისუფლდება

25/08/2021 06:56:34 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი - ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი დამნაშავედ სცნო და მათ 6–თვიანი პატიმრობა შეუფარდა, რომელიც ბრალდებულებმა უკვე მოიხადეს. სწორედ დღეს გავიდა მათი დაკავებიდან ექვსი თვე. შესაბამისად, სამივე პირი დღესვე გათავისუფლდება.

ცნობისთვის: სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S