![სომხეთის პარლამენტში ჩხუბი მოხდა [ვიდეო]](https://accentnews.ge/storage/files/image.jpg)
სომხეთის პარლამენტში ჩხუბი მოხდა [ვიდეო]
25/08/2021 14:27:25 კავკასია
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ინციდენტი მმართველი ფრაქცია "სამოქალაქო თანხმობის" წევრი აიკ სარგსიანის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა. მან "გამყიდველი" უწოდა თავდაცვის ყველა მინისტრს, რომლის დროსაც მოქალაქეებს ჯარში გაწვევისგან "ფულადი თანხის სანაცვლოდ ან ვინმეს ზარის საფუძვეზე" ათავისუფლებდნენ.
«ჯარი რომ 2008 წლის შემდეგ ისეთივე ტემპებით განვითარებულიყო, როგორითაც 2018 წლის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, მსგავსი კატასტროფული შედეგები არ გვექნებოდა, რადგან 10 წელზე მეტი დრო გვექნებოდა მომზადებისთვის. ეხლა ოფიციალურად ვაცხადებ, რომ თავდაცვის ყველა მინისტრი, რომლის დროსაც მოქალაქეებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან ზარის ან ფულის სანაცვლოდ ათავისუფლებდნენ, სამშობლოს გამყიდველია. და აქ საუბარია ყველა დროზე», - განაცხადა სარგსიანმა.
ამის შემდეგ მას დარბაზიდან წყლიანი ბოთლი ესროლეს. ამას მოჰყვა დეპუტატების მიერ ერთმანეთისთვის საგნების სროლა, დაიწყო შეხლა-შემოხლა. პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა მანდატურებს უხმო და შესვენება გამოაცხადა.
ცნობისთვის: დეპუტატები დღეს მთავრობის საქმიანობის 2021-2026 წ.წ. პროგრამის განხილვას აგრძელებდნენ. განხილვა გუშინ დაიწყო და 24 აგვისტოსაც ინციდენტების ფონზე მიმდინარეობდა.