Accentnews.ge
სავარაუდოდ, საქართველოში საცხოვრებელი კორპუსის აფეთქებას გეგმავდნენ [ვიდეო]

სავარაუდოდ, საქართველოში საცხოვრებელი კორპუსის აფეთქებას გეგმავდნენ [ვიდეო]

25/08/2021 16:12:07 სამართალი

სავარაუდოდ, საქართველოში ბუნებრივი აირის მეშვეობით ერთ–ერთი საცხოვრებელი კორპუსის აფეთქებას გეგმავდნენ. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერებიდან ხდება ცნობილი.

ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კახეთში ტერორიზმის ბრალდებით დაკავებუებთან დაკავშირებით ამატებით ინფორმაციას ავრცელებს და განმარტავს, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ვიდეო–აუდიო მასალის ნაწილს, "საიდანაც დგინდება, რომ საქართველოს 5 მოქალაქე გაწევრიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და გეგმავდნენ სირიაში - ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას",მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ასაჯაროვებს.

სუს–ის ცნობით, დაკავებულებმა ერთგულების დასტურად, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ამჟამინდელი ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და ფიცის ამსახველი ვიდეორგოლი გაავრცელეს ტერორისტებთან დაკავშირებულ პირებთან. ჯგუფის წევრები ღიად გამოხატავდნენ ტერორისტული ორგანიზაციისადმი მხარდაჭერას და ქუჩებში გადაადგილებისას სისტემატურად ახდენდნენ ტერორისტული სიმბოლიკის დემონსტრირებას.

როგორც სუს–ში აცხადებენ, გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ჯგუფის ლიდერი, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ იყო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი და საქართველოს ემირი. ზემოხსენებული პირები სწორედ მისი დახმარებით გაწევრიანდნენ ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში და გეგმავდნენ სირიაში გამგზავრებას. ისინი პერიოდულად აწყობდნენ კონსპირაციულ შეხვედრებს და განიხილავდნენ სირია-ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს და საქართველოსთან მიმართებით არსებულ სამომავლო გეგმებს:

"გამოძიების დაწყებისთანავე კომპლექსურად გატარდა შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებები".

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი,"- აღნიშნულია სუს–ის განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S