Accentnews.ge
თალიბებმა ავღანეთიდან დოლარის გატანა აკრძალეს

თალიბებმა ავღანეთიდან დოლარის გატანა აკრძალეს

26/08/2021 08:06:31 მსოფლიო

სახელმწიფო რეზერვებსა და საერთაშორისო დახმარებაზე წვდომის არმქონე ტერორისტულმა მოძრაობა "თალიბანმა" გაამკაცრა კონტროლი ავღანეთში მყარი ვალუტის მიმოქცევაზე, რომელიც ათასობით მოქალაქესთან ერთად ქვეყნიდან სწრაფი ტემპით გაედინება.

ამიერიდან ავღანეთიდან დოლარის გატანა კატეგორიულად იკრძალება, - განაცხადა თალიბების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა. მისივე თქმით, "საზღვრის კვეთისას აღმოჩენილი დოლარები კონფისცირდება, კონტრაბანდისტებს კი პასუხი მოეთხოვებათ".

ავღანეთიდან აიკრძალა ასევე ანტიკვარიატის გატანა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-მა ავღანეთში ნაღდი სახით დოლარის მიწოდებები ქაბულის დაცემამდე ერთი დღით ადრე შეწყვიტა, რათა თვითმფრინავი "ქეშით" ახალ მმართველობას არ ჩავარდნოდა ხელში. ვაშინგტონმა ასევე "გაყინა" ავღანეთის ცენტრალური ბანკის დაახლოებით 9 მლრდ დოლარის ოდენობის რეზერვები, მათ შორის - 1,3 მლრდ-ის ღირებულების ოქროს ზოდები, რომლებიც ნიუ-იორკის ფედერალურ სარეზერვო ბანკში ინახება.

მიუხედავად ამისა, თალიბებს შესაძლოა, ხელში ჩავარდნოდათ სახელმწიფო სახსრების ის მცირე ნაწილი, რომელიც ეროვნული ბანკის საცავებში რჩებოდა: ივლისის დასაწყისის მონაცემებით, ეს იყო დაახლოებით 360 მლნ დოლარი "ქეშად" და 2 ტონამდე ოქრო, - იუწყება "Reuters". თუმცა ამ სახსრების რა ნაწილი რჩებოდა ადგილზე ავღანეთის ხელისუფლების ჩინოსნების გაქცევის შემდეგ - უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S