
აზერბაიჯანი შეიარაღებული ინციდენტის შესახებ იუწყება
26/08/2021 07:30:12 კავკასია
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთს აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 26 აგვისტოს, ბასარგეჩარის რაიონში განთავსებულმა სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ცეცხლი გახსნეს ქალბაჯარის რაიონში განთავსებული აზერბაიჯანის სამხედრო ნაწილების მიმართულებით.
მათივე ცნობით, აზერბაიჯანულმა მხარემ საპასუხო ცეცხლით უპასუხა.
სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანულ მხარეს დანაკარგები არ არის, ხოლო ადგილზე არსებულ ოპერატიულ ვითარებას აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ.
სომხეთს ბრალდებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.