საბერძნეთში ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა ქართველმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
26/08/2021 08:51:38 სამართალი
საბერძნეთში 56 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა ქართველმა კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, 48 წლის ქართველმა თავი წინასწარი დაკავების იზოლატორში ჩამოიხრჩო.
საბერძნეთის ქალაქ სალონიკში საქართველოს მოქალაქე, 56 წლის ქალი ორი დღის წინ მოკლეს. მეგობარმა მამაკაცმა ის საცხოვრებელ სახლში ჯერ სცემა, შემდეგ კი ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ბერძენმა სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში ქალაქის სხვა უბანში დააკავეს.


