Accentnews.ge
სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის მიერ აღიარების წლისთავს აღნიშნავენ

სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის მიერ აღიარების წლისთავს აღნიშნავენ

26/08/2021 09:47:30 კონფლიქტები

სოხუმსა და ცხინვალში დღეს "საერთაშორისო აღიარების" მე-13 წლისთავს აღნიშნავენ. 13 წლის წინ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა მის მიერ ოკუპირებული ამ ორი რეგიონის "დამოუკიდებლობა" აღიარა.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მილოცვის ტექსტი გაავრცელა, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამია: "რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარება ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში და ამავდროულად სამართლიანობის აღდგენის აქტს წარმოადგენდა. ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა მშვიდობა, უსაფრთხოება და განვითარების შესაძლებლობა. მეტიც, რუსეთი არის ჩვენი მთავარი მოკავშირე, რომელთან ერთადაც საუკუნეები გამოვიარეთ და მუდამ მადლიერები ვიქნებით მისი".

თავის მხრივ, ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა მოსახლეობისადმი მისალოც წერილში აქცენტი "უცვლელ ისტორიულ არჩევანზე" - "დიად რუსეთთან ურღვევ კავშირზე" გააკეთა: «არც ერთ შემთხვევაში არ შევიცვლით ამ კავშირის განმტკიცების კურსს, გავაგრძელებთ ინტეგრაციას ყველა მიმართულებით, როგორც გვიანდერძეს წინაპრებმა და არაერთგზის მოგვთხოვა თავისი დადასტურებული არჩევანით ჩვენმა ხალხმა. მხოლოდ რუსეთში ხედავს ჩვენი მოსახლეობა თავის ხვალინდელ დღეს, უსაფრთხო მომავალსა და სამშობლოს კეთილდღეობას, მხოლოდ რუსეთს უკავშირებს თავის ბედს!».

ცნობისთვის: რუსეთის მიერ "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარებიდან დღემდე გასული 12 წლის განმავლობაში მოსკოვის მაგალითს მხოლოდ მისმა რამდენიმე სატელიტმა რეჟიმმა - ნიკარაგუამ, ვენესუელამ, სირიამ, ასევე კუნძულოვანმა ნაურუმ, ვანუატუმ და ტუვალუმ მიბაძეს, თუმცა უკანასკნელმა ორმა შემდგომში ეს გადაწყვეტილება უკან გაიწვია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S