Accentnews.ge
ერევანი ბაქოს სომხეთის ორი რაიონის დამაკავშირებელი გზის გადაკეტვაში ადანაშაულებს

ერევანი ბაქოს სომხეთის ორი რაიონის დამაკავშირებელი გზის გადაკეტვაში ადანაშაულებს

26/08/2021 10:22:55 კავკასია

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ათეულობით აზერბაიჯანელმა ჯარისკაცმა გადაკეტა გზა, რომელიც აკავშირებს სომხეთის სამხრეთის რეგიონის- სიუნიკის - ორ ნაწილს.

ამავე ცნობით, გორისს და კაპანის შემაკავშირებელი ავტომაგისტრალის შარმრაკარ-შურნუხის მორნაკვეთი დაახლოებით 23 საათზე დაიკეტა.

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მოლაპარაკება აზერბაიჯანულ მხარესთან გზის გახსნის შესახებ 26 აგვისტოსაც გრძელდებოდა. მოლაპარაკებებს რუსი მესაზღვრეები აწარმოებდნენ, რომლებიც სამშვიდობო შეთანხმების ჩარჩოებში არიან ამ არეალში განთავსებული.

აზერბაიჯანს ბრალდებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება იუწყებოდა ორი სომეხი ჯარისკაცის მხრიდან აზერბაიჯანელი მესაზღვრისთვის დანით დარტყმის მიყენების მცდელობის შესახებ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ ცნობას აზერბაიჯანის „მორიგი დეზინფორმაცია“ უწოდა.

სომხური ქალაქების, გორისის და კაპანის დამაკავშირებელი გზა საბჭოთა პერიოდში გაკეთდა და ადგილის განსაკუთრებულობის გამო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის. საბჭოთა პერიოდში რესპუბლიკებს შორის საზღვრები მხოლოდ ადმინისტრაციული იყო და გადაადგილების პრობლემა სომხებს არ ჰქონიათ. 1990-იან წლებში, დე იურე აზერბაიჯანის ტერიტორიების სომხური ძალების დაკავების შემდეგ ამ არეალს ეთნიკური სომხები აკოტროლებდნენ, სანამ ორ ქვეყანას შორის შარშანდელი ომის შემდეგ მიღწეული შეთანხმებით, გზას რუსეთის სამშვიდობო ძალები უწევენ მეთვალყურეობას და მისი გამოყენება შეუძლიათ სომხებს, სანამ ალტერანტიულ გზას არ გაიყვანენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S