Accentnews.ge
მედია: ზვიადაური კლინიკაში გადაიყვანეს

მედია: ზვიადაური კლინიკაში გადაიყვანეს

26/08/2021 11:13:02 სამართალი

მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ზურაბ ზვიადაური კლინიკაში გადაიყვანეს - იუწყება "რუსთავი 2".

მისივე ცნობით, ზვიადაური თოდუას კლინიკიდან 2 საათიანი კვლევების შემდეგ ე.წ მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს.

კლინიკაში იმყოფებოდნენ ზურაბ ზვიადაურის ოჯახის ახლობლები და მისი ადვოკატი. როგორც მისი უფლებადამცველი ამბობს, ზურაბ ზვიადაურს ხერხემლის პრობლემა დიდი ხანია აწუხებს, მას რამდენიმე ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, კვლევების შემდეგ, მას ქირურგიული ჩარევა კიდევ ერთხელ დასჭირდეს.

9 აგვისტოს, წინანდლის ტყეში მომხდარი სისხლიანი გარჩევა მსხვერპლით დასრულდა. თელავის სასამართლომ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S