15 წელი მიესაჯა კაცს, რომელმაც ცოლი საუზმის მომზადებაზე უარის თქმის გამო მოკლა
26/08/2021 13:56:36 სამართალი
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კაცს, რომელმაც სამტრედიაში გასული წლის დეკემბერში ცოლი მოკლა.
გამოძიების ვერსიით, კაცმა ცოლის საუზმის მომზადებაზე უარის თქმის გამო, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მოკვლის განზრახვით მიაყენა დანით ჭრილობა. მიღებული დაზიანების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა კაცი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ1" და "ვ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, გენდერის ნიშნით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


