Accentnews.ge
არასრულწლოვანი დისშვილის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

არასრულწლოვანი დისშვილის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

26/08/2021 16:41:04 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1984 წელს დაბადებული ვ.ჩ. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

შს სამინისტროს ცნობით, დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა თავის დის არასრულწლოვან შვილს, 2003 წელს დაბადებულ ნ.ფ.-ს.

პოლიციამ ვ.ჩ. ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S