აშშ–ის ელჩი საქართველოს მთავრობას ავღანეთიდან ჰუმანიტარული ევაკუაციის პროცესში ჩართულობისთვის მადლობას უხდის
27/08/2021 12:02:43 პოლიტიკა
აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოს მთავრობას ავღანეთიდან ჰუმანიტარული ევაკუაციის პროცესში ჩართულობისთვის მადლობას უხდის.
მისივე თქმით, ეს კიდევ ერთი მაგალითია, როგორი თანადგომითა და დიდი შესაძლებლობებით შეაქვს საქართველოს წვლილი გლობალური უსაფრთხოების ოპერაციებში.
„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას იმ შესანიშნავი ლოჯისტიკური მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი უწევენ ავღანეთიდან ტრანზიტით, საქართველოს გავლით მომავალ ჰუმანიტარულ ფრენებს მათ საბოლოო დანიშნულების ადგილამდე ჩასვლამდე. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორი თანადგომითა და დიდი შესაძლებლობებით შეაქვს საქართველოს წვლილი გლობალური უსაფრთხოების ოპერაციებში. აშშ კვლავ გააგრძელებს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობას, რათა საქართველოს თავდაცვის ძალები გახდეს უფრო ძლიერი, ვიდრე დღეს არის“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აეროპორტთან მდებარე სამხედრო ბაზაზე სატრანზიტო ჰაბი მოეწყო, რაც ავღანეთიდან ევაკუირებული ხალხის ტრანზიტულ სივრცეს წარმოადგენს.


