Accentnews.ge
"ვგმობთ ტერორისტულ თავდასხმას, საქართველო გააგრძელებს ავღანეთიდან ჰუმანიტარული ევაკუაციის მხარდაჭერას"

"ვგმობთ ტერორისტულ თავდასხმას, საქართველო გააგრძელებს ავღანეთიდან ჰუმანიტარული ევაკუაციის მხარდაჭერას"

27/08/2021 12:09:23 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანა მკაცრად გმობს ქაბულში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას.

მისი თქმით, თბილისი გააგრძელებს ავღანეთიდან ჰუმანიტარული ევაკუაციის მხარდაჭერას.

„საქართველო მკაცრად გმობს ტერორისტულ თავდასხმას ქაბულში. ჩვენ ვუსამძიმრებთ ავღანელ და ამერიკელ ხალხს, ასევე დაღუპულთა ოჯახებს. საქართველო გააგრძელებს ავღანეთიდან ჰუმანიტარული ევაკუაციის მხარდაჭერას“, – წერს ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აეროპორტთან მდებარე სამხედრო ბაზაზე სატრანზიტო ჰაბი მოეწყო, რაც ავღანეთიდან ევაკუირებული ხალხის ტრანზიტულ სივრცეს წარმოადგენს.

26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტთან 2 აფეთქება მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, მომხდარს 13 ამერიკელი ჯარისკაცი და 90 რიგითი მოქალაქე ემსხვერპლა, დაშავებულია 15 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და ავღანეთის 150 რიგითი მოქალაქე.

მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახემწიფომ" აიღო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S