Accentnews.ge
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში დილიდან ხმაურია

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში დილიდან ხმაურია

16/05/2019 08:12:22 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარეს მირანდა მესხს დაუპირისპირდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლები. ისინი მესხის გადადგომას მოითხოვენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ სხდომაზე წარმოადგინა ვიდეოჩანაწერი, რომელიც მისი თქმით, ასახავს თუ როგორ ინახებოდა საუბნო კომისიების სამაგიდო სიები და ბეჭდები კომისიის წევრების და სკოლის დირექტორების სახლებში და „ვიღაცეების ბალიშის ქვეშ.“

დეკანოიძის განცხადებით, ეს ხდებოდა მაშინ, როცა მესხი ირწმუნებოდა, რომ სიები და ბეჭდები დაცული იყო. ოპოზიციის წარმომადგენელთა მტკიცებით, დაუცველია საარჩევნო უბნებიც. მათ შესაბამისი კადრების ჩვენება სხდომაზე მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ, საკითხი კომისიამ დღის წესრიგში არ შეიტანა. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლებმა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის გადადგომის მოთხოვნით აქციები 14 მაისიდან, მას შემდეგ დაიწყეს, რაც ცნობილი გახდა, რომ უბნებზე სამაგიდო სიების და კომისიის და რეგისტრატორების ბეჭდები კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე გაიგზავნა.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 15 მაისს განმარტა, რომ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას კანონი არ დაურღვევია. ამასთან, ცესკოს განცხადებით, იმის გამო, რომ საკითხი გახდა სპეკულაციის საგანი და ადგილი ჰქონდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, სამაგიდო სიების და ბეჭდების საოლქო საარჩევნო კომისიაში დაბრუნების და მოგვიანებით, ბიულეტენებთან ერთად გადაცემის შესახებ.

ცნობისთვის: ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S