როგოზინი - უცხოპლანეტელებზე: "ფაქტები არ მაქვს, მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ"

30-08-2021 19:09:57 სხვა

"როსკოსმოსის" ხელმძღვანელ დიმიტრი როგოზინს ჰუმანოიდი უცხოპლანეტელების არსებობის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები არ მოეპოვება, თუმცა "არაფერს გამორიცხავს".

ამის შესახებ მან "Газета.ру"-ს განუცხადა.

"არავითარი ფაქტი არ მომეპოვება, რომ მათი არსებობის მჯეროდეს. თუმცა თუ ჩემს პირად მოსაზრებებზე ვისაუბრებთ, ვთვლი, რომ რაკი სამყარო უსასრულოა დროსა და სივრცეში, უსასრულო შეიძლება, იყოს სამყაროში სიცოცხლის არსებობის შანსიც. სავალდებულო არაა, ჰუმანოიდური იყოს - ეს შეიძლება, იყოს უჯრედები, ვირუსები, მცენარეები, თუმცა შესაძლოა, იყვნენ გონიერი არსებებიც" - განაცხადა როგოზინმა.

მისივე თქმით, "დიდი ხანია, ეს საკითხი კაცობრიობას აღელვებს და ალბათ, არც მოასვენებს, სანამ ამ გონიერ სიცოცხლეს არ იპოვის".

"ერთობლივი რუსულ-ევროპული პროგრამა ExoMars სამყაროში სწორედ გონიერი სიცოცხლის ნიშნების ძიებაზეა მიმართული" - დასძინა როგოზინმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები