"არ შეავსოთ განაცხადი!" – H&M მომხმარებლებს თაღლითურ სქემაზე აფრთხილებს
31/08/2021 07:52:32 სამართალი
H&M მოქალაქეებს თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს. კერძოდ, დილიდან ინტერნეტსივრცეში აქტიურად ვრცელდება H&M-ის სახელით დაგზავნილი შეტყობინებები, ლინკზე გადასვლისა და გარკვეული კითხვარის შევსების შემდეგ ვკითხულობთ, რომ კომპანია 500-ლარიან სასაჩუქრე ბარათს გადმოგვცემს. ეს ყველაფერი კი 74-წლიან იუბილესთან დაკავშირებით.
H&M-ის ინფორმაციით, ეს თაღლითური სქემაა.
„არანაირი კავშირი არ აქვს კომპანიასთან. ყალბი გზით ცდილობენ პირადი მონაცემების მიღებას. არ შეავსოთ განაცხადი“, – აცხადებენ კომპანიაში.


