Accentnews.ge
თავდაცვის მინისტრი – ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების შესაძლო ვერმიღებაზე: „ნუ ქმნით ტრაგედიას“

თავდაცვის მინისტრი – ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების შესაძლო ვერმიღებაზე: „ნუ ქმნით ტრაგედიას“

31/08/2021 11:31:06 პოლიტიკა

„საერთაშორისო პოლიტიკურ ორგანიზაციებსა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან მუშაობის პროცესი, რა თქმა უნდა, ცვალებადია“, - ასე უპასუხა დღეს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების საკითხზე დასმულ კითხვას.

მისი თქმით, "მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას, გვინდა თუ არ გვინდა ესა თუ ის დაფინანსება, როცა არის სესხზე საუბარი":

"ჩვენ 2012 წლიდან, ბატონი ღარიბაშვილი იყო პრემიერი, როდესაც მივაღწიეთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის უმაღლეს ნიშნულს; ეს ურთიერთობა დღესაც გრძელდება. აბა, რითი კეთდება ის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რასაც ჩვენ ვაფინანსებთ? რა თქმა უნდა, საერთაშორისო ინსტიტუტების ფინანსებით. სად იყვნენ 2012 წლამდე ეს საერთაშორისო ინსტიტუტები თუ კითხულობთ?! ეს არის ყოველდღიური მუშა პროცესი. ნუ ქმნით ამისგან ტრაგედიას!“,- მიმართა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებს.

"ქართული ოცნების" ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ დახმარების სახით 75 მილიონი ევროს მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, ვინაიდან საქართველოს ბიუჯეტში, "მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, ისედაც გროვდება დამატებით 1 მილიარდი ლარი". ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S