ესტონეთის პრეზიდენტად ეროვნული მუზეუმის დირექტორი აირჩიეს

31-08-2021 17:09:44 ევროპა

ესტონეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებმა დღეს პრეზიდენტად ალარ კარისი აირჩიეს.

არჩევნების მეორე ტურში კარისი ერთადერთი კანდიდატი იყო. მის კანდიდატურას 80-დან 72-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

30 აგვისტოს გამართულ პირველ ტურში კარისმა 63 დეპუტატის ხმები მიიღო, მაშინ, როცა გამარჯვებისთვის 101-დან მინიმუმ, 68-ის მოგროვება იყო საჭირო.

წარსულში კარისი სახელმწიფო მაკონტროლებელი, ასევე ორი უნივერსიტეტის რექტორი გახლდათ. 2017 წლის ოქტომბერში კი იგი ეროვნული მუზეუმის დირექტორად დაინიშნა.

ესტონეთის ახალი პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებას 11 ოქტომბერს შეუდგება. მანამდე პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას კერსტი კალიურანდი გააგრძელებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები