Accentnews.ge
ცხინვალის რეგიონში მინიმალური ხელფასი თითქმის 8-ჯერ გაიზარდა და რუსეთისას გაუთანაბრდა

ცხინვალის რეგიონში მინიმალური ხელფასი თითქმის 8-ჯერ გაიზარდა და რუსეთისას გაუთანაბრდა

31/08/2021 13:46:42 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ «შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის შესახებ" კანონი დაამტკიცა. მინიმალური ხელფასი თითქმის 8-ჯერ გაიზარდა და 12 942 რუბლით (176 დოლარით) განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში, რომლის დოტაციებით ოკუპირებული რეგიონის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი ივსება, მინიმალური ხელფასი წელს 12 792 რუბლს შეადგენს, მომავალი წლისთვის კი 13 617 რუბლის ოდენობითაა განსაზღვრული.

როგორც ამასთან დაკავშირებით დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, ეს ცვლილება "მოსახლობის სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს და რესპუბლიკაში სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას გააჯანსაღებს".

დღესვე ბიბილოვმა დე ფაქტო მთავრობას "რესპუბლიკის დღესთან" დაკავშირებით პენსიონერთათვის ერთჯერადად 5000-5000 ლარის გაცემა დაავალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S