Accentnews.ge
NGO-ები: "EU-ს დახმარებაზე უარის თქმა ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევის ღიად დეკლარირებაა"

NGO-ები: "EU-ს დახმარებაზე უარის თქმა ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევის ღიად დეკლარირებაა"

31/08/2021 14:45:39 პოლიტიკა

საქართველოში მოქმედი 10 არასამთავრობო ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, უარი თქვას ევროკავშირის €75-მილიონიანი დახმარების მიღებაზე.

"ეს არის ერთმნიშვნელოვანი უარი სასამართლო სექტორში გასატარებელ რეფორმებზე და ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევის ღიად დეკლარირება. "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადების შემდეგ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ მმართველი პარტია კიდევ ერთხელ ამბობს უარს ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, მათ შორის - სასამართლო რეფორმის გატარებაზე, რითაც მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესს, მის საერთაშორისო რეპუტაციას და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას" - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

მას ხელს აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI), დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD), ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC), საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), დემოკრატ მესხთა კავშირილიბერალური აკადემია, ღია საზოგადოების ფონდი (OSGF), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი.

  • პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, ევროკავშირისგან 2021 წელს მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში არ მიიღოს.
  • ამის არგუმენტად ღარიბაშვილი ასახელებს, ერთის მხრივ, „მაღალ ეკონომიკურ ზრდას“ და მეორეს მხრივ, საგარეო ვალის შემცირების სურვილს.
  • ევროკავშირი დახმარების პირობად საქართველოს მთავრობის/პარლამენტის მიერ რეფორმების გატარებას, მათ შორის სასამართლო რეფორმის განხორციელებას ასახელებდა.

იხილეთ ასევე: უარი 300 მილიონზე: აქვს თუ არა „ქართულ ოცნებას“ თავდაჯერების საფუძველი?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S