"ჩემი უფროსი არ არის ევროპარლამენტარი, ჩემი უფროსია ქართველი ხალხი"
01/09/2021 08:07:42 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი, ჩემი უფროსია ქართველი ხალხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტარებმა ზედაპირული განცხადებები არ უნდა აკეთონ.
"ევროპარლამენტარი არ არი ჩემი უფროსი, ჩვენი უფროსი არის ქართველი ხალხი. ეს ერთი. თუ მათ აინტერესებთ რეალურად საქმის ვითარებაში და არსში გარკვევა, მათ უნდა გაარკვიონ და არა ზედაპირული განცხადებები აკეთონ. არ მაინტერესებს, ვინ რა თქვა, მე ვეუბნები ჩვენს ხალხს, რომ ეს იყო სესხი და ჩვენ დამატებითი სესხის აღებაზე ვთქვით უარი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები და ამიტომ, ვერ იტყოდა უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ ჰქონდა.
ამავე თემაზე: უარი 300 მილიონზე: აქვს თუ არა „ქართულ ოცნებას“ თავდაჯერების საფუძველი?


