ბოჭორიშვილი: "მზად ვართ ფონ კრამონთან კომუნიკაციისთვის, უკეთესი აღქმის შესაძლებლობა ექნება"
01/09/2021 08:45:00 პოლიტიკა
პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს "ქართულ ოცნებასთან" შეხვედრით "უკეთესი აღქმის შესაძლებლობა" ექნება.
"ძალიან სამწუხაროა, რომ ვიოლა ფონ კრამონი ვერ ამჩნევს ამას, ჩვენ მზად ვართ, ვიყავით ყოველთვის და ვიქნებით, რომ მასთან გვქონდეს კომუნიკაცია, თუ ის ამას მოისურვებს და უკეთესი აღქმის შესაძლებლობები ექნება, თუ რას ფიქრობს საქართველოს ხელისუფლება და რას ვფიქრობთ ევროკავშირის გზაზე საჭირო რეფორმების გატარებაზე. ამ მიმართულებით საქართველოს მხარდამჭერებს სანერვიულო ნამდვილად არ აქვთ, საქართველო ყოველთვის ამტკიცებდა და ამტკიცებს, რომ სტრატეგიული პარტნიორების გვერდით დგას. ჩვენ ეს ვნახეთ ცოტა ხნის წინ ავღანეთთან მიმართებაში", - თქვა დეპუტატმა "ფორმულასთან" საუბრისას.
ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები და ამიტომ, ვერ იტყოდა უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ ჰქონდა.
ამავე თემაზე: უარი 300 მილიონზე: აქვს თუ არა „ქართულ ოცნებას“ თავდაჯერების საფუძველი?


