Accentnews.ge
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს

01/09/2021 10:11:36 პოლიტიკა

"ძალიან მაცდური კარიერული პერსპექტივა. მიყვარს საქართველო", – ასე ეხმიანება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.

დღეს პრემიერმა განაცხადა, რომ მისი უფროსი ევროპარლამენტარი არ არის:

"ევროპარლამენტარი არ არი ჩემი უფროსი, ჩვენი უფროსი არის ქართველი ხალხი. ეს ერთი. თუ მათ აინტერესებთ რეალურად საქმის ვითარებაში და არსში გარკვევა, მათ უნდა გაარკვიონ და არა ზედაპირული განცხადებები აკეთონ. არ მაინტერესებს, ვინ რა თქვა, მე ვეუბნები ჩვენს ხალხს, რომ ეს იყო სესხი და ჩვენ დამატებითი სესხის აღებაზე ვთქვით უარი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები და ამიტომ, ვერ იტყოდა უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ ჰქონდა.

ამავე თემაზე: უარი 300 მილიონზე: აქვს თუ არა „ქართულ ოცნებას“ თავდაჯერების საფუძველი?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S