Accentnews.ge
"საქართველოს ევროატლანტიკურ გზას საფრთხე არ ემუქრება"

"საქართველოს ევროატლანტიკურ გზას საფრთხე არ ემუქრება"

01/09/2021 10:24:48 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, საქართველოს ევრო-ატლანმტიკურ გზას საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ მან ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

"მისი სკეპტიკური განცხადება მოვისმინეთ, ხელშეკრულებიდან, როგორც თვითონ ამბობდა, ჩვენ გასვლასთან დაკავშირებითაც, თუმცა ფაქტი ერთი არის, რომ მე მასთან პირადად საუბარი მქონდა და ის ძალიან უკმაყოფილო იყო, თუნდაც იმით, რომ საერთოდ არ მოახდინა ნაციონალურმა მოძრაობამ ამის ხელმოწერა. ამიტომ ჯობია, მთელ სურათში შევხედოთ ამ კონტექსტს [...] ჩვენს ევრო-ატლანტიკურ გზას საფრთხე არ ემუქრება. აუცილებლად გავაგრძელებთ რეფორმებს, აუცილებლად მივაღწევთ იმ სასურველ შედეგს, რასაც ელოდება ჩვენგან ყველა და გავხდებით წევრი", - განაცხადა კუჭავამ.

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები და ამიტომ, ვერ იტყოდა უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ ჰქონდა.

ამავე თემაზე: უარი 300 მილიონზე: აქვს თუ არა „ქართულ ოცნებას“ თავდაჯერების საფუძველი?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S