Accentnews.ge
საქართველოში ბიზნესმენი მოკლეს

საქართველოში ბიზნესმენი მოკლეს

01/09/2021 12:29:00 სამართალი

სავარაუდოდ, განმუხურში ბიზნესმენ ვლადიმერ ვახანიას მოკლეს.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით.

წინასწარი ინფორმაციით, ვლადიმერ ვახანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში მოკლეს.

საქართველოს და რუსეთის მოქალაქე ვლადიმერ ვახანია ქართველმა სამართალდამცავებმა 2009 წლის მარტში დააკავეს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით. იმავე წლის მარტში სასამართლომ ვახანიას მიუსაჯა სამი წლით და ექვსი თვით პატიმრობა. 2012 წელს, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ვლადიმერ ვახანია საინიციატივო ჯგუფის სახელით ზუგდიდში კენჭს იყრიდა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად.

წარმოშობით ზუგდიდელი ვლადიმერ ვახანია, ძირითადად, რუსეთში ცხოვრობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S