Accentnews.ge
ერევანი სასაზღვრო ზონაში ჯარისკაცის მკვლელობის შესახებ იუწყება

ერევანი სასაზღვრო ზონაში ჯარისკაცის მკვლელობის შესახებ იუწყება

01/09/2021 13:01:57 კავკასია

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

სომხეთის თავდაცვის უწყების ცნობით, 1982 წელს დაბადებული უმცროსი სერჟანტი აზერბაიჯანელი სნაიპერის მიერ ნასროლ ტყვიას ემსხვერპლა.

სომხური მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ერასხის მიმართულებაზე, ნახიჩევანის საზღვარზე მოხდა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, აზერბაიჯანის ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება და ვითარებაზე პასუხისმგებლობა აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღანელობას ეკისრება.

აზერბაიჯანულ მახარეს ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S