მდინარაძე – გახარიაზე: "მელიასთვის გადადგა, ახლა მელიას მეორე ტურში გასათრევად იწყებს ბრძოლას"
01/09/2021 15:23:32 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" წევრი მამუკა მდინარაძე ექს–პრემიერ გიორგი გახარიას თბილისის მერობის კადიდატად წარდგენას ეხმიანება და აცხადებს, რომ "იგი ახლა მელიას მეორე ტურში გასათრევად იწყებს ბრძოლას"
"მელიასთვის გადადგა და ახლა მელიას მეორე ტურში გასათრევად იწყებს ბრძოლას. კითხვის ნიშნები კიდევ არსებობს? კახი პირველივე ტურში იგებს!", – აცხადებს მდინარაძე.
გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ მან დღეს თავად განაცხადა.
"ქართული ოცნებიდან" თბილისის მერობისთვის კახა კალაძე იბრძვის, ოპოზიციის კანდიდატი კი ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიაა.


