
უკრაინის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის თარიღი განისაზღვრა
16/05/2019 08:35:24 სხვა, მსოფლიო
უკრაინის არჩეული პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელი ხალხის წინაშე ფიცს 20 მაისს დადებს. შესაბამისი გადაწყვეტილება უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ დღეს მიიღო.
გუშინ ზელენსკიმ ქვეყნის უმაღლესი რადის (პარლამენტი) დეპუტატები სიცრუეში დაადანაშაულა, სპიკერი ანდრეი პარუბიის კი "თაღლითი" უწოდა.
არჩეული პრეზიდენტი იმ ფაქტმა აღაშფოთა, რომ პარლამენტარებმა დაპირება არ შეასრულეს და 14 მაისის პლენარულ სხდომაზე მისი ინაუგურაციის თარიღი არ განსაზღვრეს.
ზემოთთქმულთან დაკავშირებით, ზელენსკიმ მოუწოდა ამომრჩევლებს, დაიმახსოვრონ პარლამენტის მოქმედი მოწვევის იმ დეპუტატთა ვინაობა,რომლებიც ინაუგურაციის საკითხს "დაუფარავად საბოტირებენ" და მის მაქსიმალურად გადავადებას ცდილობენ:
"რაც ვიხილეთ, თაღლითების იაფფასიანი სიცრუეა.გთავაზობთ, უკრაინის უმაღლესი რადა აწი მოვიხსენიოთ აბრევიატურით "ვრუ", ოღონდ ახალი მნიშნელობით (Верховная Рада Украины — შემოკლებით ВРУ. სიტყვა "вру" რუსულად "ვიტყუები"-ს ნიშნავს): რადგან ეს პარლამენტის ამჟამინდელი შემადგენლობის დევიზია. დაიმახსოვრეთ ამ დეპუტატების გვარები და სახელები და შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთად გამოვიტანოთ დასკვნები" - წერდა ზელენსკი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: 21 აპრილს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ყველა ბიულეტენის დათვლის შედეგებით, შოუმენ ვლადიმირ ზელენსკის ერგო ხმების 73,22%.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ზელენსკის ხმა მისცა 13,5 მილიონამდე ადამიანმა. ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოაგროვა 4 522 450 ხმა, 25%-ზე ნაკლები.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021