Accentnews.ge
ჯანმო განმარტავს, ვის შეიძლება, დასჭირდეს კორონავირუსის ვაქცინის "ბუსტერ–დოზა"

ჯანმო განმარტავს, ვის შეიძლება, დასჭირდეს კორონავირუსის ვაქცინის "ბუსტერ–დოზა"

02/09/2021 07:21:46 ეს საინტერესოა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ ეტაპზე სრულად ვაქცინირებულ, ჯანმრთელ ადამიანებში "ბუსტერი დოზების" ფართო გამოყენებას არ განიხილავს, – ამის შესახებ ჯანმო–ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

მისივე თქმით, „კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე – ე.წ. ბუსტერი დოზა მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის შეიძლება, გახდეს საჭირო, როდესაც მძიმე დაავადებისა და სიკვდილის წინააღმდეგ იმუნიტეტის შემცირების მტკიცებულება არსებობს. მაგალითად, დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანების მცირე ჯგუფი, რომელთა რეაქცია საწყის დოზებზე საკმარისი არ იყო, ან უკვე აღარ წარმოექმნებათ ანტისხეულები.

თუმცა, ჯერჯერობით სრულად ვაქცინირებულ, ჯანმრთელ ადამიანებში ბუსტერი დოზების ფართო გამოყენებას არ განვიხილავთ“, – განაცხადა გებრეიესუსმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S