
სომხეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კვლავ მძიმდება
02/09/2021 09:45:46 კავკასია
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის გევორგ სიმონიანის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კვლავ მძიმდება.
“1798 საწოლიდან უკვე დაკავებულია 1563 [87%]. 700-მდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობს რთულია, აქედან 53 კოვიდი–ნფიცირებული ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა მიერთებული. სასწრაფო დახმარების ბრიგადები უკიდურესად გადატვირთული რეჟიმით მუშაობენ – დღეში 2000-3000 გამოძახებაა”, – განაცხადეს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში.
ცნობისთვის: უკანასკნელი თვეების განმავლობაში სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა დღიური ნამატი 100–დან 300-მდე მერყეობდა, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა. გაორმაგებულია კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით გარდაცვალების შემთხვევებიც: უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
რაც შეეხება ვაქცინაციას, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში მოსახლეობის 9,24% ერთი დოზით, ხოლო ორივე დოზით 5,14%–ია ვაქცინირებული.