Accentnews.ge
"ვერაფერი გავიგე" – კალაძე გახარიასთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს

"ვერაფერი გავიგე" – კალაძე გახარიასთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს

02/09/2021 10:05:01 პოლიტიკა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიასთან შეხვედრის თაობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. კერძოდ, როგორც კალაძემ აღნიშნა, გახარია მას დაუკავშირდა და შეხვედრის სურვილი გამოთქვა.

„გუშინ დილით მოხდა შეხვედრა, მთავრობის სხდომამდე რამდენიმე წუთით ადრე“,– აცხადებს კალაძემ.

რაც შეეხება შეხვედრის მოტივს, კალაძე ამბობს, რომ ვერაფერი გაიგო:

„სიმართლე გითხრათ, ვერაფერი გავიგე. ერთადერთი, რაც შეხვედრაზე ითქვა, იყო ის, რომ ის [გახარია] აყენებდა კანდიდატურას და არ უნდოდა, ეს ტელევიზიით გამეგო. თავად გადაწყვიტა, რომ მას ეთქვა ეს ყველაფერი. დანარჩენი, გულწრფელად გეტყვით, ვერაფერი გავიგე“.

კალაძე ამბობს, რომ მასთან შეხვედრაზე ფინანსურ რესურსებზე საუბარი არ ყოფილა და არც მანამდე ჰქონია კომუნიკაცია.

კითხვაზე, მაშ ფინანსებზე რატომ გავრცელდა ინფორმაცია, კალაძე პასუხობს: „ვერ გეტყვით. მე არ ვიცი, შუამავალთან რა საუბარი იყო, თუ ეს შუამავალი არსებობს. შესაძლოა არსებობს [შუამავალი], არ ვიცი“.

ცნობისთვის: ირაკლი კობახიძის განცხადებით, გახარიას მხრიდან იყო კომუნიკაციის მცდელობა შუამავლის მეშვეობით ფინანსურ თემაზე:

„იყო პირდაპირი მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ იქნებოდა ჩვენი მხრიდან რაღაც ფინანსური მხარდაჭერა, გახარია თავის კანდიდატურას მერის პოსტზე არ დააყენებდა, რაზეც შესაბამისი პასუხი მათ, ბუნებრივია, მიიღეს. ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული. ჩვენ მემგონი კეზერაშვილში ვეშლებით“, - აღნიშნა კობახიძემ.

იხილეთ ასევე: „საქართველოსთვის“ წევრები გახარიასა და კალაძეს შორის შეხვედრას ადასტურებენ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S