Accentnews.ge
სუს–ი ხურვალეთთან ახალი ბანერის აღმართვის შესახებ იუწყება

სუს–ი ხურვალეთთან ახალი ბანერის აღმართვის შესახებ იუწყება

02/09/2021 18:14:01 კონფლიქტები

ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მავთულხლართს მიღმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი უკანონოდ აღმართეს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება, მათ დაუყოვნებლივ გააქტიურეს „ცხელი ხაზი" და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ინფორმაცია მიაწოდეს.

„უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს მკვიდრი მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფას. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას. უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ყველა შემთხვევა განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე", - აცხადებს სუსი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S