Accentnews.ge
ჯანეზაშვილი: "გვითხრას პრეზიდენტმა, რატომ დანიშნა საბჭოში კლანთან კავშირში მყოფი ღვამიჩავა!"

ჯანეზაშვილი: "გვითხრას პრეზიდენტმა, რატომ დანიშნა საბჭოში კლანთან კავშირში მყოფი ღვამიჩავა!"

03/09/2021 10:08:45 პოლიტიკა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ნაზი ჯანეზაშვილი პრეზიდენტის განცხადებებს ეხმიანება და სთავაზობს, ღიად ისაუბროს საბჭოს არამოსამართლე წევრად თამარ ღვამიჩავას დანიშვნაზე.

მისი თქმით, ღვამიჩავას ნათესაური კავშირი აქვს მოსამართლეთა კლანის ერთ-ერთ ლიდერთან.

ნაზი ჯანეზაშვილი სალომე ზურაბიშვილს კითხვებით მიმართავს: "რატომ გააკეთა მასზე [თამარ ღვამიჩავაზე] არჩევანი? ვინ დაუკავშირდა და სთხოვა თამარ ღვამიჩავას საბჭოს წევრად დანიშვნა? და როგორ წარიმართა ეს პროცესი"?

მისი თქმით, ეს იქნებოდა პრეზიდენტის მხრიდან დაგვიანებული, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

"2020 წლის ივლისში ​საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად თამარ ღვამიჩავა დანიშნა.

ღვამიჩავას აქვს ნათესაური კავშირი მოსამართლეთა "კლანის" ერთ-ერთ ლიდერთან, როგორც მათ ეს მოგვიანებით დაადასტურეს კიდეც შემდეგი სიტყვებით - ჰყავთ "საერთო წინაპარი".

ღვამიჩავას დღეს აქვს გადამწყვეტი, მე-10 ხმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დახმარებით აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილების მიღება შეუძლია საბჭოს - მოსამართლეთა დანიშვნა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების წარდგენა, მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური საკითხების გადაწყვეტა და ა.შ." - წერს ნაზი ჯანეზაშვილი ფეისბუქის გვერდზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S