Accentnews.ge
სასამართლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის შესახებ სარჩელზე იმსჯელებს

სასამართლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის შესახებ სარჩელზე იმსჯელებს

03/09/2021 10:49:14 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლეიბორისტული პარტიის“ სარჩელი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვების თაობაზე, წარმოებაში მიიღო.

პარტია შეზღუდვების გაუქმებას მოითხოვს.

"ლეიბორისტები" აცხადებენ, რომ ტრანსპორტზე არსებული შეზღუდვების პირობებში ტაქსებით გადაადგილება მოქალაქეებს ერთის მხრივ, მძიმე ტვირთად აწევთ, მეორეს მხრივ, ამ გზით ხელი ეწყობა ვირუსის გავრცელებას.

ამჟამად პარტიის იურისტები მოითხოვენ, სასამართლომ დაჩქარებული წესით განიხილოს სარჩელი, რის შესაძლებლობასაც ადმინისტრაციული კოდექსი იძლევა.

"საქართველოს ხელისუფლება გახდა გენოციდის ავტორი, რომელმაც საკუთარი ხალხის არა მხოლოდ კოვიდით განადგურება გადაწყვიტა (ამის თაობაზე ჰააგაში სარჩელია შეტანილი), არამედ, მსოფლიოში უპრეცედენტო საკარანტინო ღონისძიებას მიმართა და გააჩერა მუნიციპალური ტრანსპორტი. მივმართავთ საქალაქო სასამართლოს, დაუყოვნებლივ შეუდგეს სარჩელის განხილვას და არ გადადოს ხელისუფლების მითითებით“,– განაცხადა შალვა ნათელაშვილმა სასამართლოში შესაბამისი განაცხადის შეტანის შემდეგ.

ცნობისთვის: საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 14 აგვისტოდან გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს, მათ შორის, 14 სექტემბრამდე შეზღუდულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S