Accentnews.ge
"მაგთი" მომხმარებელს აფრთხილებს

"მაგთი" მომხმარებელს აფრთხილებს

03/09/2021 12:22:23 სამართალი

"მაგთი" მომხმარებელს თაღლითობის შესახებ აფრთხილებს. კერძოდ, როგორც კომპანიის განცხადებაში ვკითხულობთ, აბონენტებს მისდით გამოტოვებული ზარები უცხოეთიდან და ამ მიზეზი თაღლითობის მცდელობაა.

"დილიდან ფიქსირდება გამოტოვებული ზარები საერთაშორისო ნომრებიდან, ძირითადად ეთიოპიიდან, რომელთა საწყისი კოდია: 002519;

ნუ დარეკავთ მითითებულ ნომრებზე, ეს თაღლითობის მცდელობაა, ნომერი საერთაშორისო მიმართულებისაა და გადარეკვის შემთხვევაში ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ თანხა.

ნომრები უკვე დაბლოკილია, თუმცა სამომავლოდ გირჩევთ, თუ უცხოეთიდან ზარს არ ელოდებით, მოერიდოთ ნებისმიერ უცხო საერთაშორისო ნომერზე გადარეკვას, რათა არ დაზარალდეთ," - ნათქვამია "მაგთის" განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S