Accentnews.ge
ოსურ "პარლამენტში" ჩხუბი მოხდა

ოსურ "პარლამენტში" ჩხუბი მოხდა

06/09/2021 07:47:17 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პარლამენტში მმართველი პარტია "ერთიანი ოსეთისა" და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ჩხუბი მოხდა. ამის შესახებ ერთდროულად რამდენიმე ტელეგრამ-არხში იუწყებიან, "სადეპუტატო" გაერთიანებამ "სამართლიანობისთვის" კი საგანგებო განცხადება გაავრცელა.

ინციდენტი "პრეზიდენტ" ანატოლი ბიბილოვის დაცვის ყოფილი წევრის, ამჟამად კი მმართველი პარტიის წარმომადგენელი "დეპუტატის" - აცამაზ ბიბილოვის კაბინეტში მოხდა. ირკვევა, რომ მან ოპოზიციონერი კოლეგა ზაზა დრიაევი თავისთან დაიბარა და კაბინეტში შესულს მოულოდნელად თავს დაესხა.

ხმაურზე შემთხვევის ადგილზე "დეპუტატები" და "პარლამენტის" თანამშრომლები მივიდნენ, რომლებმაც მოჩხუბრები გააშველეს.

"პრეზიდენტი" ბიბილოვი მისი დაცვის ყოფილ წევრს, ამჟამად "დეპუტატ" აცამაზ ბიბილოვს აჯილდოებს

«ბიბილოვის მხრიდან თავდასხმის მიზეზად იქცა ოპოზიციონერი დრიაევის საჯარო განცხადება იმის შესახებ, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენელი დეპუტატები "ლაქიებივით" დუმან მმართველი რეჟიმის ანტისახალხო პოლიტიკასთან დაკავშირებით. დანამდვილებითაა ცნობილი, რომ ზაზა დრიაევს ამ ჩხუბამდე პრზიდენტმა ბიბილოვმა დაურეკა და დაემუქრა, რომ თუ "ერთიანი ოსეთის" წინაშე ბოდიშს არ მოიხდიდა, ამას შესაბამისი შედეგები მოჰყვებოდა», - ნათქვამია ოსური ოპოზიციის მიერ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გავცელებულ განცხადებაში.

ოპოზიციონერი "დეპუტატი" ზაზა დრიაევი

ბოლო "საპარლამენტო" სესიის მსვლელობისას მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა რეგლამენტში იმ ცვლილების შეტანა სცადეს, რომელიც სესიების არა კანონმდებელთა საერთო რაოდენობის 2/3-იანი, არამედ მხოლოდ 18-კაციანი (ანუ მარტივი "სადეპუტატო" უმრავლესობით) ქვორუმის პირობებში ჩატარების შესაძლებლობას ითვალისწინებდა. ოპოზიციამ ამას კატეგორიული წინააღმდეგობა გაუწია, რაც მწვავე დებატებსა და ურთიერთშეურაცხყოფაში გადაიზარდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S